სტუდენტური თვითმართველობა

ბნსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა შეიქმნა 2008 წელს, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღებისთანავე.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა აერთიანებს ბნსუ-ს სტუ­დენტებს და პროფესიულ სტუდენტებს, არის მათი წარმომადგენლობითი ორგანო და ბნსუ-ს ადმინის­ტ­­რა­ცი­ი­სა­გან და­­მო­­უ­კიდებლად ახორ­ციე­ლებს საქართველოს კანონმდებლობით, ბნსუ-ს შინაგანაწესით და წინა­მ­დე­ბა­რე დე­ბუ­ლე­ბით მინიჭებულ უფლებამოსილებას როგორც ბნსუ-ს შიგნით, ასე­ვე მის ფარგლებს გარეთ.

ბნსუ-ს მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2022 წელს. მისი უფლებამოსილების ვადაა 2 წელი. ის შედგება საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის 4, ლოგისტიკის ფაკულტეტის 4 და პროფესიული განათლების დეპარტამენტის 4 სტუდენტისაგან.

ბნსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეა საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,საზღვაო ნავიგაციის“ მეორე კურსის სტუდენტი იოანე მერაბიშვილი.

ტუდენტური თვითმმართველობა უზრუნველყოფს:

  • სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა ინტერესების დაცვას, მათ მო­ნა­წი­ლეობას ბნსუ-ს მართ­ვაში;
  • წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა ინტერესებს ბნსუ-ს მარ­თ­ვის ორ­­გა­ნოებთან ურ­­თი­ერ­­თობაში;
  • უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადა­დე­ბე­ბი ფაკულტეტისა და ბნსუ-ს მართვის და სწავ­ლე­ბის ხა­რისხის გა­უმ­ჯო­ბესების ან წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის მი­ზ­ნით;
  • ბნსუ-ს ხა­რისხის უზ­რუ­ნ­ველყოფის სამსახურთან თანამშ­რომ­ლო­ბით ან დამოუკიდებლად შეაფასოს სასწავლო პროცესი, აკა­დემიუ­რი და მოწ­ვე­უ­ლი პერსო­ნა­ლის მუშაობა;
  • დე­ბუ­ლე­ბით განსაზღვრული მიზნების გან­სახორციელებლად მო­აწყოს შეხ­ვედ­რები, დებატები, დისკუსიები, ტრენინ­გები, სა­გა­ნ­მა­ნა­თ­ლე­ბლო, ლიტერატურული, სპორტული, კულ­ტუ­­რუ­ლი, გა­სარ­თობი, სამეცნიერო და კანონით ნებადართული სხვა სახის ღო­ნი­ს­ძი­ე­ბები;
  • და­ა­სა­ბუთოს, მოითხოვოს, მიიღოს და მიზნობრივად განკარგოს შესაბამისი დაფი­ნან­სება,
  • დაამყაროს კავშირი საქართ­ვე­ლოს და უც­ხო­ე­თის საგანმანათლებლო და­წე­სე­ბულებების სტუ­დენ­ტურ თვითმმართველობებთან და კავშირებთან;
  • ითანამშ­რომ­ლოს სხვა სტუდენ­ტურ გაერთიანე­ბებ­თან, სამ­თა­ვ­რო­ბო და არასამ­თავ­რობო, ადგილობრივ და საერთა­შო­რი­სო ორგა­ნი­ზა­­ციებთან და სხვ.

ბნსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

  • განურჩევ­ლად სქესისა, კა­ნის ფერისა, აღ­მსა­რებ­ლო­ბისა, პო­ლიტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბისა, მოქალა­ქე­ო­­ბისა და ეთ­ნიკური კუთვ­ნი­ლე­ბისა, აკა­დე­მიუ­რი მოსწრების და სო­­ცია­ლუ­რი მდგომარეობისა სტუდენ­ტთა და პროფესიულ სტუდენტთა პიროვნული ღირ­­სე­­ბე­ბის, უფ­ლებების, თა­ვი­სუფ­ლე­ბების და კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • ბნსუ-ს მართვაში და გადაწყვეტილებების მიღებაში სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • სასწავლო პროცესის და განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
  • სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერა, პიროვ­ნუ­ლი პო­ტენ­ცია­ლის რეალიზების ხელშეწყობა, წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
  • ბნსუ-ს მიერ გამართულ ღონისძიებებში ყველა სტუდენტისთვის და პროფესიული სტუდენტისთვის თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტებში და პროფესიულ სტუდენტებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაზიარება, სამოქალაქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბისა და კანონი­სა­დ­მი პატივისცე­მის გრძნობის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
  • ბნსუ-ს განვითარებისა და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ამ პროცესებში ბნსუ-ს სტუდენტთა ჩარ­თუ­ლობა.