ანონსები უკან

2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები

25 იანვარი 2024

2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის

მობილობის ეტაპები და ვადები 

     წყარო: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაცოი სისტემის ვებგვერდი:  https://emis.ge/news/2167/

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობით სწავლის გაგრძელების

მსურველთა საყურადღებოდ

 

 შენიშვნა: ბნსუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესასვლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბნსუ-ს შინაგანაწესის შესაბამისად, ბნსუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბნსუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბნსუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბნსუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბნსუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით; ბნსუ-ში სტუდენტის ვალდებულებებისა და უფლებების, სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის და სხვ. საკითხები რეგულირდება შინაგანაწესით, რომლის გაცნობა და მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა.