ანონსები უკან

2023-2024 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღების ვადები

10 აგვისტო 2023

აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო  უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება 2023 წლის 4 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო   უნივერსიტეტის სარეგისტრაციო სივრცეში (მის. ბათუმი,მახინჯაური,თამარ მეფის გამზირი №38.)

10:00 -დან 17:00 საათამდე.

რეგისტრაციის პროცედურა  და წარმოსადგენი დოკუმენტაცია 

  • სარეგისტრაციო განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
  • ფოტოსურათი 3×4; (როგორც დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი – სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე წარსადგენია კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში წარსადგენია პირის დაბადების მოწმობის ასლი.

შენიშვნა: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სავალდებულოა სამედიცინო ცნობის წარმოდგენა.(ფორმა №100; კლინიკა საგიტარიუსი, ზურაბ გორგილაძის ქ. 91)