ანონსები უკან

დეა ყოლბაიას საჯარო ლექცია

8 მაისი 2025

8 მაისს, 15:00 საათზე, პირველად ბათუმში, ექიმპათოლოგანატომი და მეცნიერების პოპულიზატორი, დეა ყოლბაია გამართავს საჯარო ლექციას: "მჟავას დედოფალი ელევსინიდან, ანუ ნივთიერებები, რომლებიც ცვლიან ტვინს".

როგორ ცვლიან სხვადასხვა ნივთიერებები ჩვენს გონებას, აღქმას და სამყაროს ხედვას? რა იმალება ცნობიერების მიღმა? - ეს ლექცია იქნება გასაღები ტვინის ყველაზე იდუმალი კუთხეებისკენ.

ბნსუ, მე-4 სართული, სააქტო დარბაზი.