"გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა"
17 ივნისი 2023
2023 წლის 19 ივნისს, 14 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალ სივრცეში სტუდენტებისთვის გაიმართება სალექციო კურსის წარდგენა, სახელწოდებით "გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა", Marpol 73/78 კონვენციის გათვალისწინებით.
ღონისძიება ეძღვნება მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს და ინიციატორი ბნსუ-ს ბიბლიოთეკაა.