ანონსები უკან

ინიციატივა გოგონებისთვის

16 მარტი 2023

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივა გოგონებისთვის. საგანმანათლებლო დაწესებულება უპრეცედენტო შეღავათს აწესებს. სასწავლებელი გადასახადისგან ათავისუფლებს იმ გოგონებს, რომლებიც ეროვნული გამოცდებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან.

ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან ისინი, ვინც არჩევანს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ორ მიმართულებაზე, საზღვაო ნავიგაციასა და გემის მექანიკაზე გააკეთებენ.

მიღება წარმოებს როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სასწავლებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება ქალთა გაძლიერებასა და ხელშეწყობას ისახახავს მიზნად.

მიღება წარმოებს  ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 2 აპრილამდე