ანონსები უკან

ონლაინ საჯარო ლექცია „პირველგამსვლელთა თავისუფლება“

26 მაისი 2020

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 26 მაისს, ბნსუ-ს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ საჯარო ლექცია „პირველგამსვლელთა თავისუფლება“

ლექციას ჩაატარებს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნათია მიქელთაძე.
ცივილიზაცია მყარად დგას პირველგამსვლელებზე, პიონერებზე, იმ ადამინებზე, რომლებიც ,,უვალი გზის გათელვის’’ ოცნებით ატაცებულნი, თავს წირავენ იდეას, რომლისაც სჯერათ.
პირველგამსვლელების ყოველთვის იღუპებიან, სამაგალითოდ ან ჩუმად და მივიწყებულად, დიდებას მოკლებულნი. ისინი მუდამ გაკიცხვისა და გაუტანლობის მსხვერპლად იქცევიან, მათ გმობენ და ებრძვიან, თუმცა სწორედ ისინი იქცევიან ახალი ეპოქის დასაწყისად, მათ გადაჰყავთ კაცობრიობა არსებობის თვისობრივად ახალ საფეხურზე, ისინი ცვლიან სამყაროს.
თავისუფლება ღრმადპიროვნული კატეგორიაა. ყოველ ადამიანს თავისი წილი თავისუფლება აქვს, საკუთარ თავთან და გარე სამყაროთან ბრძოლაში მოპოვებული. და მაინც, არსებობენ ადამიანები, და მათ კვადაკვალ - ლიტერატურული გმირები, რომელთა გარეშეც, თავისუფლება ბორკილებშხსნილ მონობად შეიძლებოდა დარჩენილიყო.

ლექციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSfCjZkyrDdvkF.../viewform

დარეგისტრირებული აპლიკანტები ლექციაზე დასასწრებად საჭირო ლინკს მიიღებს ელ-ფოსტაზე.
ლექცია ჩატარდება ონალინ აპლიკაცია ZOOM-ის გამოყენებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: internatioan@bntu.edu.ge