ანონსები უკან

ონლაინ შეხვედრა: შავი ზღვის ლურჯ ეკონომიკაში არსებული დაფინანსების შესაძლებლობები

30 აპრილი 2024

შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის განხორციელების ფარგლებში, ევროკომისიასთან ერთად, ტარდება ონლაინ შეხვედრა, რომელიც ეხება შავი ზღვის ლურჯ ეკონომიკაში ამჟამად არსებული დაფინანსების შესაძლებლობებს.

ღონისძიება ტარდება 8 მაისს, ოთხშაბათს, ონლაინ რეჟიმში, საქართველოს დროით 11:30-დან 14:30-მდე.

ღონისძება შედგება ორი ნაწილისგან: 1) დაფინანსების წყაროების მიმოხილვა და 2) იდეების ირგვლივ კონცეფციების განვითარება და პარტნიორების მოძიება.

ყველას, ვისაც გსურთ გაიგოთ მიმდინარე დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამების მიმართულებით,
როგორებიცაა INTERREG NEXT Black Sea, EMFAF და Horizon Europe, გიწვევთ ღონისძების პირველ ნაწილზე , რომელიც სულ რაღაც 1 საათი გაგრძელდება 11:30-დან 12:30-მდე. აღნიშნულ სესიაზე დარეგისტრირება ხდება შემდეგი ბმულის საშუალებით:
https://ec.europa.eu/eusurvey/runner/cd1d9cd7-2c56-a57c-a3f9-3449acd86fd6

ხოლო, იმ დაინტერესებულ მხარეებს , რომელთაც უკვე გაგჩნიათ საპროექტო იდეები ან უკვე გამოკვეთლი გავქვთ ინტერესის სფეროები, მაშინ გიწვევთ ღონისძების მეორე ნახევარზეც, სადაც უკვე კონკრეტული მიმართულებების მიხედვით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სხვადასხვა სესიაზე, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ამ იდეების განხორციელების, შესაბამისი პარტნორების მოძიების და დამატებითი დახმარების მიღების მიმართულებით. აღნიშნულ ნაწილზე დარეგისტრირება ხდება შემდეგი ბმულის საშუალებით:
https://ec.europa.eu/eusurvey/runner/8cf6affe-0942-7c9a-c26e-e11212708d8c

სესიებზე დასწრების ადგილები შეზღუდულია, ამიტომ სურვილის შემთხვევაში უმოკლეს დროში დარეგისტრირდით.

თუ შეხვედრის ორივე ნაწილი გაინტერესებთ, მაშინ აუცილებელია ზემოაღნიშნულ თითოეულ ბმულზე დარეგისტრირება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთcommunications@black-sea-maritime-agenda.ec.europa.eu

უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს და იხილეთ დღის წესრიგი