საჯარო ღია ლექცია: მეზღვაურთა კარიერული განვითარება
11 ოქტომბერი 2024
ბნსუ-ს სტუდენტთა საყურადღებოდ!საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბნსუ-სა და საზღვაო აკადემიის საზღვაო–საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ჩატარდება საჯარო ღია ლექცია მეზღვაურთა კარიერული განვითარების საკითხებზე.
მომხსენებლები: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) კეთილი ნების ელჩები და შორეული ნაოსნობის კაპიტანები - მამუკა კუნჭულია და გიორგი ოვჩარენკო.
შეხვედრის ადგილი: IV სართული, სააქტო დარბაზი