საჯარო ლექცია: ეკოლოგიური გამოწვევები და ინოვაციური ტექნოლოგიები გემის შიგა წვის ძრავებში
11 ივნისი 2025
2025 წლის 11 ივნისს, 13:00 საათზე, ბნსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ეკოლოგიური გამოწვევები და ინოვაციური ტექნოლოგიები გემის შიგა წვის ძრავებში“, რომელსაც ჩაატარებს მამუკა ტეტემაძე, უფროსი მექანიკოსი, ბნსუ-ს მოწვეული სპეციალისტი და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი.
შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ როგორ რეაგირებს გემთმშენებლობა ეკოლოგიურ გამოწვევებზე და როგორ ტექნოლოგიებს იყენებენ თანამედროვე შიგა წვის ძრავებში გამონაბოლქვის შესამცირებლად.
ლექციის ჩატარების ადგილი: ბნსუ, სააქტო დარბაზი
დასწრება თავისუფალია.