ანონსები უკან

საჯარო ლექციები ბნსუ-ში

21 მარტი 2025
სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

2025 წლის 21 მარტს, გიწვევთ ყველას ორ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, სადაც გაიგებთ უფრო მეტს საზღვაო კარიერის, განათლებისა და პროფესიული განვითარების შესახებ.

13:00 l „კადეტობიდან ბლოგერობამდე“
მომხსენებელი: ილია ნიქაბაძე – მეზღვაური, მესამე თანაშემწე, ბნსუ-ს კურსდამთავრებული, რომელიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, კარიერული განვითარების გზას და მის მიერ შექმნილი საინფორმაციო სოციალური გვერდის შესახებ.

14.00 l „საზღვაო განათლების მნიშვნელობა“
მომხსენებელი: კონსტანტინე ბოლქვაძე – შორეული ნაოსნობის კაპიტანი, რომელიც ისაუბრებს თუ რატომ არის საზღვაო განათლება გადამწყვეტი წარმატებული კარიერისთვის, რა გამოწვევები არსებობს და რა უნდა გაითვალისწინონ სტუდენტებმა.

დასწრება თავისუფალია!