საჯარო ლექციების ციკლი ბნსუ-ში
1 აპრილი 2025
ბნსუ-ს სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!
2025 წლის 1-ელ აპრილს, გიწვევთ ყველას ორ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, სადაც გაიგებთ უფრო მეტს საზღვაო კარიერის, განათლებისა და პროფესიული განვითარების შესახებ.
13:00 l „რატომ ხდება დღეს გემების შეჯახებები ზღვაში? COLREG-ის როლი და თანამედროვე გამოწვევები“
მომხსენებელი: გიორგი გერსამია, პირველი თანაშემწე
14.00 l „საზღვაო განათლების მნიშვნელობა საზღვაო ნავიგაციის სტუდენტებისთვის“
მომხსენებელი: კონსტანტინე ბოლქვაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
შეხვედრის ადგილი: ბნსუ, მე-4 სართული, სააქტო დარბაზი.
დასწრება თავისუფალია!