სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
27 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.
ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამოშექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:
საზღვაო მეცნიერებები;
ლოგისტიკა;
ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ბიზნესის ადმინისტრირება.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 10 მაისამდეა შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
27 აპრილი-10 მაისი- კონფერენციაზე დარეგისტრირება;
15 მაისი- აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლო ვადა;
18 მაისი- აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
22 მაისი- ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
27 მაისი- კონფერენციისგახსნა;
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველამონაწილეს;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge
კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გამოიყენეთ ბმული: http://tiny.cc/5hlunz
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge