ანონსები უკან

სტუდენტთა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

23 ივნისი 2025

2025 წლის 23 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია მიზნად ისახავს საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.

კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული პროგრამების საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციის სამუშაო სექციებია:

  • საზღვაო მეცნიერებები;
  • ლოგისტიკა;
  • ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ბიზნესის ადმინისტრირება.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

კონფერენციის ფორმატი: მოხსნების დრო - 10 წუთი, კითხვა-პასუხი/დისკუსია - 5 წუთი.

კონფერენციის დეტალები: იხილეთ მიბმული დოკუმენტი.

ნაშრომის გაფორმების წესი

ნაშრომის შაბლონი

კონფერენციის პროგრამა

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 30 მაისის ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება;
  • 5 ივნისი - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;
  • 23 ივნისი - კონფერენცია, ნაშრომების წარდგენა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/Wbsd3qXKUyxgPMQv5

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, კვლევების ცენტრი

studconference2025@bntu.edu.ge
g.abashidze@bntu.edu.ge