თეზისების მიღება: XV საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონფერენია
ბნსუ-ს განმახორციელებელი პერსონალის საყურადღებოდ!
2024 წლის 26-27 სექტემბერს, ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა, მიკოლაევი), ბნსუ-სთან პარტნიორობით, ატარებს XV საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კონფერენიას „ინოვაციები გემთმშენებლობაში და საოკეანო ინჟინერიაში“.
ბნსუ-ს რექტორი, პარმენ ხვედელიძე, კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო ბორდის წევრია.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობისთვის მოკლე, ინგლისურ ენაზე შესრულებული თეზისის გაგზავნის ბოლო ვადაა 13 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის, გთხოვთ, მიმართეთ ბნსუ-ს კვლევების ცენტრს.
კონფერენციის საინფორმაციო ფურცელი