VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ISTSML 2024
2024 წლის 24 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ გაიმართება.
კონფერენცია მიეძღვნება მდგრადი სატრანსპორტო სისტემის, საზღვაო ლოგისტიკის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მართვის თანამედროვე და აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციაზე მიიღება უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერების, დოქტორანტების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კომპანიათა წარმომადგენლების, სპეციალისტების მიერ მომზადებული მასალები.
მონაწილეობის ფორმა: დასწრებული, დაუსწრებელი
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
ფორმატი: ჰიბრიდული
კონფერენცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე (ბათუმი, საქართველო) ჩატარდება.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://conference.bntu.nier.ge/#