შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” (შემდგომში - ბნსუ) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის სამეწარმეო იურიდიულ პირს, დაფუძნებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - სასწავლო უნივერსიტეტის - სტატუსი და მოქმედებს, როგორც ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კონსტიტუციის‚ საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების და მისი წესდების შესაბამისად.
- სრული სახელწოდება: შპს“ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” , Ltd“Batumi Navigation Teaching University ”
- საფირმო სახელწოდება: “ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი”
- შემოკლებული სახელწოდება: “ბნსუ” / “BNTU“
- იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი ბათუმი, თამარ მეფის გამზირი № 38