ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი

ბნსუ-ს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  

ლოგისტიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი დარგია. მომგებიანი გეოსტრატეგიული მდებარეობით, საქართველოში აღნიშნული დარგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მაღალია. ფაკულტეტის პროგრამები სტუდენტებს აძლევს სრულფასოვან ცოდნას ბიზნესის, მენეჯმენტის, სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროებში.

ფაკულტეტის პროგრამები უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც მოიცავს სპეციალიზებულ კაბინეტებს, კომპიუტერულ კლასებს, ბიბლიოთეკის რესურსს. გარდა ამისა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პროგრამები პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავენ, რომელსაც სტუდენტები უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებში გადიან. სტუდენტებს დარგის ექსპერტები და პროფესიონალები ასწავლიან.

ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი სფეროში მომავალი ლიდერებისა და პროფესიონალების აღზრდას ემსახურება. სტუდენტებს ეძლევათ დარგში ცოდნის შეძენისა და პროფესიული ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.

ფაკულტეტის დეკანი: ქეთევან გოლეთიანი

პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

m50

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: k.goletiani@bntu.edu.ge 

ტელ: 0422293860

 

საგანმანათლებლო პროგრამები