საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი

ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი საზღვაო ინჟინერიაში მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ფაკულტეტი ორიენტირებულია მოამზადოს გემის ნავიგატორები და ინჟინერ-მექანიკოსები.

ფაკულტეტი აერთიანებს დარგის ექსპერტებსა და პროფესიონალებს, რომლებიც სტუდენტებისთვის სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებას უზრუნველყოფენ. ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და პროფესიის დაუფლებისთვის საჭირო ყველა რესურსით.

საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას უახლესი სიმულატორების, ლაბორატორიებისა თუ სპეციალიზებული კაბინეტების მეშვეობით. ეს მიდგომა არა მხოლოდ აძლიერებს თეორიულ ცნებებს, არამედ სტუდენტებს უვითარებს საჭირო უნარ-ჩვევებს და თავდაჯერებულობას, რაც პროფესიული კარიერის ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა.

გარდა ამისა, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლება ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ეს ორენოვანი შეთავაზება უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულები მზად არიან ჩაერთონ გლობალურ საზღვაო ინდუსტრიაში და დააკმაყოფილონ სექტორის მზარდი მოთხოვნები.

ფაკულტეტის მოიცავს უცხოენოვანი განათლების დეპარტამენტს, რომელიც ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტების, მათ შორის, უცხოელი სტუდენტების სათანადო მომსახურების უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას ემსახურება. 

აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმით, ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტს საზღვაო განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.

შემოგვიერთდით და დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა წარმატებული კარიერისკენ საზღვაო ინჟინერიაში.

ფაკულტეტის დეკანი: ეკატერინე მუსხაჯბა

m66

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: e.muskhajba@bntu.edu.ge

ტელ: 558 403 340

 

საგანმანათლებლო პროგრამები