განვითარების სტრატეგიული გეგმა

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის

სტრატეგიული გეგმის (2019-25) ძირითადი პრინციპები

 

კორპორაციული სტრატეგია

,,ბიზნეს-საქმიანობის უწყვეტობა, მდგრადი თანმიმდევრული განვითარება, ხარისხი“.

 

კორპორაციული ხედვა

ბნსუ 2025 წელს  - კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო საგანმანათლებლო, დარგობრივ და სამეც­ნი­ე­­­რო სივრცეში ინტეგრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ერთნაირად პრესტიჟულია შრომა და სწავლა. ამავდროულად, ბნსუ არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივი ორგანიზაციებისთვის სასურველი პარტ­ნიორი, რომელსაც აქვს ცნობადი და ევროპულ საგანმა­ნათ­ლებ­ლო და დარგობრივ სივრცეში აღიარებული ბრენდი.

 

პრიორიტეტული მიზნები

  • თანამედროვე, მეცნიერებასა და პრაქტიკაში არსებული ტენდენციების და ინო­­­ვა­ცი­ების შე­სა­ტ­ყვისი, მომავალზე ორიენტი­რე­ბუ­ლი განათლების მიღების უზრუნველყოფა;
  • კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება;
  • უწყ­­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის და მთელი სიცოც­ხ­ლის გან­მავ­ლო­­ბა­ში გა­ნათ­ლების მი­ღე­ბის მოტივაციის ჩამოყალიბება და მათი პოტენ­ცია­ლის განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო, დარგობრივ სივრცეში ინტეგრირება;
  • რეგიონის სა­ზოგადოებრივი ცხოვ­რე­ბის აქტიურ წევრად ჩამოყალიბება.

ძირითადი ამოცანები

  • საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოება, აქტუალური პროგრამების (პროფესიული და უმალესი საგანმანათლებლო პრო­გ­რა­მები, მომზადების და გადამზადების კურსები, ტრეინინგ-კურსები და სხვ.) შემუშავება და განხორციელება;
  • მმარ­თ­ვე­ლობითი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ბნსუ-ს ერთიანი საინფორმაციო სივრცის განვითარება;
  • ბნსუ-ს პერსონალის კონტინგენტის სტაბილურობის შენარჩუნება, პოტენციალის განვითარება;
  • სწავლების სუბიექტზე ორიენ­ტი­რებული გა­რე­მოს შექმნა და განვითარება;
  • პროცესების სწორად და­­­გეგმვა, ხარისხობრივი ცვლილებებისა და ინო­ვა­ციე­ბის დანერგვა;
  • ბნსუ-ს სწავლების სუბიექტთა და პერსონალის პოტენციალის განვითარება; ბნსუ-ს ინ­ფ­რა­ს­ტ­­რუქტურის განვითარება;
  • სწავლების სუბიექტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სამეცნიერო, კულტურული, შემოქმედებითი, შემეცნებითი განვი­თა­რების ხელ­შე­წ­ყობა;
  • შრომის და განათლების ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად განათლების შინაარსის ტრანსფორ­მი­რე­ბა;
  • პერსონალის შრომის, პროფესიული ზრდის და თვითგანვითარების მოტივაციის ხელშეწყობა;
  • თანამედროვე დონის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა;
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების სრულყოფა, ელექტრონულ რესურსებთან დისტანციური წვდომის უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტის და სწავლების ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
  • პარტნიორილი ურთიერთობების დამყარება, გაფართოება და ეფექტიანად გამოყენება;
  • საგანმანათლებლო საქმიანობის განხორ­ციე­ლება და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
  • პერსონალის პროფესიული ზრდის ხელ­შე­წყობა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტის და სწავლების ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება;
  • აქტიური მონაწილეობა რეგიონის ცხოვრებაში და საერთა­შო­რისო სივრცეში ინტეგრირება;
  • ბნსუ-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივ სივრცეში ინტეგრირება და საერთაშორისო აღიარება, ადგილობრივ და საერთაშორისო სიცრცეში კონკურენტუნარიანი და საიმედო პარტნიორის რეპუ­ტა­ცი­ის ჩამო­ყა­ლი­ბება.