მისია
შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მისია გამოხატავს დამფუძნებლების, სტუდენტების, მაგისტრანტების, პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალის ძირითადი მიზნებისა და პრიორიტეტების ხედვას და განსაზღვრავს პასუხს კითხვებზე „ვინ ვართ? რას ვაკეთებთ? ვისთვის ვაკეთებთ?“.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს ღია სოციალურ და საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც ინსტიტუციური თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით მიმართულია უზრუნველყოს:
- ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირება და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობა;
- დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში განათლების მიღება;
- სწავლის სუბიექტთა მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობა (საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები; მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ტრეინინგ-კურსები) როგორც განათლების პრიორიტეტულ დარგში - ტრანსპორტში (განსაკუთრებით, საზღვაო სფეროში), მისი ექსპლუატაციისა და მომსახურების, ადმინისტრირების, მენეჯმენტის და სხვ. მიმართულებით, ისე საზოგადოების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამის სხვა სფეროებში;
- ტრანსპორტის (განსაკუთრებით - საზღვაო) დარგში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის მაღალი დონე;
- საქართველოს და საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი თანამედროვე ცოდნისა და აქტუალური პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების მომზადება და პიროვნული, მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობის, პროფესიონალური ვალდებულებების შესრულების, ეთიკური ნორმების დაცვის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაზიარების, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების მოტივაციის ჩამოყალიბება;
- საერთაშორისო სივრცეში, კერძოდ, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში საზღვაო განათლების დარგში ლიდერის იმიჯის მოპოვება;
- უწყვეტი განათლების, მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღებისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების მხარდაჭერა.
მიზნები
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე დასახული ძირითადი მიზნები:
- თანამედროვე, მეცნიერებასა და პრაქტიკაში არსებული ტენდენციების და ინოვაციების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების უზრუნველყოფა;
- კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება;
- უწყვეტი განათლების და მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების მოტივაციის ჩამოყალიბება და მათი პოტენციალის განვითარების ხლშეწყობა;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო, დარგობრივ სივრცეში ინტეგრირება;
- საქართველოს და უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
- რეგიონის საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიურ წევრად ჩამოყალიბება. სწავლის‚ სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლება;
- თანამშრომლობა საქართველოს და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლის პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა;
- იმ ღონისიებათა კომპლექსის შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას ,,უმაღლესი განათლების შესახებ", ,,პროფესიული განათლების შესახებ", ,,მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონების, მეზღვაურთა მომზადების და ვახტაზე დგომის საერთაშორისო კონვენციის STCW-1978 დამატებებით და სხვა, საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზრის და საზოგადოების მოთხოვნების და პრიორიტეტების შესაბამისი თანამედროვე აკადემიური უმაღლესი (I და II საფეხურის) და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და ხარისხიანი განათლების მიღების უზრუველყოფა;
- შიდა და საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, წარმატებული საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების ახალი თაობის მომზადება.
ამოცანები
- განათლების ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა განათლების სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნათა შესაბამისად;
- საზოგადოების, საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მუდმივი ზრუნვა მათი განახლებისათვის და ამ პროცესში დარგის სპეციალისტების, მეცნიერების, პოტენციური დამსაქმებლების, ბნსუ-ს კურსდამთავრებულების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა;
- საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვა და თამანედროვე მოთხოვნათა შესაბამისი პირობების შექმნა;
- მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი ჩართვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებში;
- საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო პროცესის მონიტორინგის, სწავლის და სწავლების ხარისხის მენეჯმენტის სისტემების განვითარება-სრულყოფა;
- განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების მიზნით მონიტორინგში სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა/მოწვეულ სპეციალისტთა ჩართვა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
- სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების დახვეწა და მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია;
- თანამშრომლებისთვის სამუშაო სათანადო პირობებისა და მატერიალური სტიმულირების სისტემის სრულყოფა;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა ჩართვა ბნსუ-ს მართვაში;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის ადაპტირებული გარემოს და სწავლის სათანადო პირობების შექმნა;
- სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერა, მათი ინტერესების დაკმაყოფილების, შესაძლებლობების განვითარების, შემოქმედებითი და შემეცნებითი საქმიანობის ხელშეწყობა, მათი აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში, კონფერენციების, ტრეინინგების, სემინარების მოწყობა და სხვ.;
- მეცნიერებასა და პრაქტიკაში თანამედროვე ტენდენციების და ინოვაციების ხელმისაწვდომობის მიზნით სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომების და მეთოდური მასალების მომზადება, თარგმნა და გამოცემა;
- პრაქტიკული საქმიანობისთვის უკეთ მომზადების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და გამოცდილების მიღების მიზნით პრაქტიკის ორგანიზების და განხორციელების კონტროლის და მჭიდრო კავშირების დამყარება ცალკეულ საწარმოებთან, ფირმებთან და ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან;
- ბნსუ-ს კურსდამთავრებულებთან კავშირების დამყარება და მათი ჩართვა სასწავლო უნივერსიტეტის ცხოვრებაში და სხვ;
- საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციის STCW-1978 დამატებებით და სხვა საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად საქმიანობის წარმართვა. საზღვაო სპეციალისტების სწავლებისა და ტრენაჟორული მომზადების/გადამზადების მომსახურების შესრულების ხარისხობრივი პარამეტრების შემუშავება;
- საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტების მომზადებისა და დიპლომირების მიზნით პარტნიორებისთვის და მომსახურების შემკვეთებისთვის მენეჯმენტის მაღალი სტანდარტების დანერგვაში დახმარების გაწევა;
- წამყვან საზღვაო სასწავლო დაწესებულებებთან და მსოფლიოს სანაოსნო და საკრუინგო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
ღირებულებები
- ჰუმანურობა, ტოლერანტობა და თანასწორობა;
- სინდისის, არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
- გადაწყვეტილების ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა;
- აკადემიური თავისუფლება, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.
ხედვა
ბნსუ 2025 წელს
- ბნსუ - კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო საგანმანათლებლო, დარგობრივი და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ერთნაირად პრესტიჟულია შრომა და სწავლა.
- ბნსუ - საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივი ორგანიზაციებისთვის სასურველი პარტნიორი, ევროპულ საგანმანათლებლო და დარგობრივ სივრცეში ცნობადი და აღიარებული ბრენდი.