სიახლეები უკან

აჭარის მუზეუმების ვიზიტი ბნსუ-ში

5 აპრილი 2025

2025 წლის 3-4 აპრილს, სსიპ აჭარის მუზეუმის წარმომადგენლები ბნსუ-ს სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესიულ სტუდენტებთან.

აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანი იყო აჭარის მუზეუმებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მუზეუმების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ფოტოგამოფენა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევდა შესაძლებლობას თვალსაჩინოდ გაცნობოდნენ უნიკალურ ექსპონატებსა და არტეფაქტებს, რომლებიც აჭარის მუზეუმებში ინახება.

სტუდენტების ჩართულობა მსგავს აქტივობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ღირებულებების გადაცემასა და ინტერესის გაღვივებაში.