ახალი სამეცნიერო ბაზა ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სიახლეა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამეცნიერო ბაზების ჩამონათვალს დაემატა ახალი სამეცნიერო ბაზა– The ACM Digital Library
The ACM Digital Library – გამოთვლითი მანქანების ასოციაცია, აკადემიური და სამეცნიერო ინტერესებისათვის. სამეცნიერო ბაზა მოიცავს 1908 წლიდან -დღემდე დაახლოებით 3 მილიონზე მეტ გამოცემულ გამოცემას, გვიჩვენებს ასევე ციტირების ინდექსს.
ეს არის ციფრული ბიბლიოთეკის პლატფორმა, კვლევებისა და აღმოჩენებისათვის, რომელიც მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- სრული ტექსტები, როგორც წიგნებიდან, ასევე ჟურნალებიდან და კონფერენციის მასალები
- შერჩეული გამომცემლების კოლექციების პუბლიკაციების სრული ტექსტები.
- ACM–ის გზამკვლევი კომპიუტერულ ლიტერატურაზე , თავისი ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზით, რომელიც ორიენტირებულია ექსკლუზიურად გამოთვლით სფეროზე
ბაზა საშუალებას აძლევს დააკავშიროს ერთმანეთს ავტორები,ნაშრომები დაინსტიტუტები.
შეგახსენებთ, რომ ბაზა აძლევს შესაძლებლობას ქართველ მეცნიერებს, უფასოდ გამოაქვეყნონ სტატიები ღია წვდომის ჟურნალებში.