სიახლეები უკან

აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 20-ე ფორუმი

11 ნოემბერი 2022
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი გაბედავა აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 20-ე ფორუმს ესწრება.

რექტორის მოადგილესთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებს ბნსუ-ს ორი სტუდენტი (გიორგი ჯინჭარაძე და გიორგი შუშაძე), რომლებიც ამ ეტაპზე გაცვლითი პროგრამით კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტში იმყოფებიან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს და მოხსენებას გააკეთებს ბნსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი გაბედავა.

ფორუმში 11 უნივერსიტეტი მონაწილეობს და წელს მას მოკფოს ეროვნული საზღვაო უნივერსიტეტი (სამხრეთ კორეა) მასპინძლობს. ფორუმი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.