სიახლეები უკან

Bernhard Schulte Shipmanagement - ის წარმომადგენელის ვიზიტი ბნსუ-ში

2 აგვისტო 2022

2022 წლის 1-2 აგვისტოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა Bernhard Schulte Shipmanagement - ის წარმომადგენელი შულტე ჯგუფის კადეტთა სქემის ხელმძღვანელი ათანასიოს (თანოს) პანუცოპულოსი. ვიზიტის მიზანი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დამყარება იყო.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მან პირველ დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან პარმენ ხვედელიძესთან; ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლალი ხვედელიძესთან; რექტორის მოადგილესთან გელა გვარიშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან გიორგი გაბედავასთან.

შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გააკთა პრეზენტაცია უნივერსიტეტის ინსტიტუციონალური განვითარების მიზნით განხორციელებული და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს ბნსუ-ში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

სტუმარმა, თავის მხრივ წარმოადგინა პრეზენტაცია Bernhard Schulte Shipmanagement- ის შესახებ და დაწვრილებით ისაუბრა კადეტების პროგრამაზე, რომლის ფარგლებსიც ბნსუ-ს სტუდენტები დასაქმდებიან კადეტების პოზიციაზე.

ვიზიტის მეორე დღე დაეთმო ბნსუ-ს უმაღლესი და პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან გასაუბრებას. შესაბამისად სტუდენტებმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება უახლოეს მომავალში შეუერთდებიან Bernhard Schulte Shipmanagement-ის გუნდს და პირველ ეტაპზე დასაქმდებიან კადეტის პოზიციაზე.

ბნსუ გააგრძელებს თანამშრომლობას Bernhard Schulte Shipmanagement-თან და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადეტების მიწოდებას პერიოდულად.