ბიბლიოთეკის სერვისების გაცნობა სტუდენტებისთვის
2 აპრილი 2025
2025 წლის 28 მარტსა და 1 აპრილს, ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბიბლიოთეკის რესურსების, ელექტრონული კატალოგებისა და ბაზების გამოყენების შესახებ. მათ ასევე მიეწოდათ რეკომენდაციები წიგნების მოძიებისა და გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით.