ბნსუ აჭარის დასაქმების ფორუმზე 2025
4 ივნისი 2025
2025 წლის 3 ივნისს, ბნსუ-მ აჭარის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „შერატონ ბათუმში“ გაიმართა.
ბნსუ-ს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა ფორუმის დამსწრეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სწავლის პირობები, ასევე, კარიერული განვითარების გზები და დასაქმების შესაძლებლობები. სტუმრებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები და მიეცათ საშუალება მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.
