სიახლეები უკან

ბნსუ-ს 2024 წლის ინსტიტუციური საქმიანობის ანგარიში

17 იანვარი 2025

2025 წლის 17 იანვარს, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ბნსუ-ს თანასაზოგადოებას, 2024 წლის ინსტიტუციური საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა.

წარდგენილი დოკუმენტი ფოკუსირებული იყო ორ მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტზე: უნივერსიტეტის გრძელვადიან სტრატეგიული განვითარების გეგმასა (2024-2030) და სამწლიან სამოქმედო გეგმაზე (2024-2026). ანგარიშში დეტალურად იყო გაანალიზებული ამ გეგმებში გათვალისწინებული ყველა ამოცანისა და ქვეამოცანის შესრულების მდგომარეობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალში გასაუმჯობესებელ მხარეებს და შემუშავებულ რეკომენდაციებს, რაც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პროცესების კიდევ უფრო დახვეწას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრეზენტაციას ესწრებოდა ბნსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა, რაც ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მზაობას, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო პროცესებში.

აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასებისა და მომავალი განვითარების გზების დასახვის პროცესში, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.