ბნსუ-ს ლექტორების ლექციები უცხოელი სტუდენტებისთვის
17 მარტი 2022
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში გრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორებმა ჩაატარეს ლექციები და გაცნობითი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრები სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ლექციებს სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის მკვლევარები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.