სიახლეები უკან

ბნსუ-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია

9 აპრილი 2025

ბნსუ-ს პროფესორის, გიორგი გაბედავას სამეცნიერო სტატია "Enhancing Maritime Safety Through Linguistic Analysis: A Case Study of Communication Failures in Maritime Accidents" მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის (WMU) Journal of Maritime Affairs-ში გამოქვეყნდა. აღნიშნული ჟურნალი წარმოადგენს პრესტიჟულ, საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემას, რომელიც Springer-ის მიერ ქვეყნდება.

პროფესორ გაბედავას კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს საზღვაო კომუნიკაციების სფეროში და ხაზს უსვამს ენობრივი ანალიზის როლს საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროცესში.

სტატიის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/aLQ9L

ვულოცავთ პროფესორ გაბედავას ამ მნიშვნელოვან მიღწევას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მაღალ სამეცნიერო პოტენციალს საერთაშორისო დონეზე.