სიახლეები უკან

ბნსუ-ს სტუდენტების მოხალისეობრივი პროექტი

7 ივნისი 2024

ბნსუ-ს სტუდენტებმა მოხალისეობრივ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც  „სტუდფესტი 2024“-ის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

ბნსუს-ს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა პროექტი „მომავლის ტალღა - აჩუქე ზღვას ახალი სიცოცხლე“, რომელიც სანაპირო ზოლის დასუფთავებასა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ კამპანიას მოიცავდა. 

აღნიშნულ პროექტში, ბნსუ-ს სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები, პერსონალი და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეები ჩაერთნენ.  

კონკურსის ჟიურისთან ერთად, ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდა. ბნსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი/კანცლერი, ლალი ხვედელიძე, კანცლერის მოადგილე, ელიდა ხვედელიძე და რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით, გიორგი გაბედავა, მოწვეულ სტუმრებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„სტუდფესტი 2024“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

TV25-ის სიუჟეტი აღნიშნული აქტივობის შესახებ