ბნსუ-ს სტუდენტის წარმატება
13 ივლისი 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,საზღვაო ნავიგაციის“ სტუდენტს - ანრი ბერიძეს ორი სასწავლო წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.
სტუდენტი უნივერსიტეტის მიერ ნომინირებული იყო საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციისა (IAMU) და Nippon Foundation-ის მიერ ფინანსური მხარდაჭერით ინიცირებულ საპილოტე პროექტში “The Global Maritime Professional – Body of Knowledge” (“GMP-BOK”).
სტუდენტმა წარმატებით გაიარა შესარჩევი პროცედურა და შედეგად, მას დაუფინანსდება სწავლის საფასური შემდეგი ორი სასწავლო წლის განმავლობაში.
საპილოტე პროექტი „GMP-BOK” ხორციელდება საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტიების ასოციაციის (IAMU) მიერ Nippon Foundation-ის სრული მხარდაჭერით.
ბნსუ, როგორც საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტიების ასოციაციის (IAMU) წევრი უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და მხარს უჭერს მის მიერ ინიცირებულ პროექტებს.