სიახლეები უკან

ბნსუ-ს წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა

16 დეკემბერი 2022

2022 წლის 16 დეკემბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარჩინებულ სტუდენტებს მთავრობის წევრები შეხვდნენ. შეხვედრას, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი, იზა ფუტკარაძე დაესწრო.

სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე შეხვდნენ.

მთავრობის წევრებმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და  ყურადღება გაამახვილეს საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობაზე.

სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 39 სტუდენტს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცა.  აღნიშნული პროგრამით 2012-2022 წლებში ისარგებლა 10 000- მდე სტუდენტმა