სიახლეები უკან

ბნსუს სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

26 მარტი 2024

2024 წლის 27 მარტს 11:30 სთ-ზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით გაიმართება შეხვედრა საკრუინგო კომპანია LUCENT GEORGIAN LLC -სა და ევროპის ყველაზე დიდ საკრუინგო და ლოგისტიკურ კომპანია CMA CGM ხელმძღვანელობასთან. შეხვედრის ფარგლებში მოწვეული დამსაქმებლები გააცნობენ სტუდენტებს მათ კომპანიებს, არსებულ ვაკანსიებსა და გასაუბრებისთვის საჭირო პროცედურებს. ბნსუს I სასწავლო კორპუსი, III სართული, საკონფერენციო დარბაზი.