სიახლეები უკან

ჩვენი სტუდენტის წარმატება

11 ნოემბერი 2022
გიორგი კანტიძე - 24 წლის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ბაკალავრი, საგანმანათლებლო პროგრამა: გემის მექანიკა იორგი შორეულ ნაოსნობაში 6 თვით 1 ნოემბერს გაემგზავრა. იგი რამდენიმე სტუდენტთან ერთად, უცხოელმა გემთფლობელმა კომპანიამ, გასაუბრების საფუძველზე შეარჩია.  გიორგი ახლა სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ გემზე “kaspar schulte"-ზე სამანქანე განყოფილების კადეტის პოზიციაზეა დასაქმებული. გერმანულმა კომპანიამ "Bernhard schulte ship management" -მა გასაუბრება აგვისტოში ჩაატარა.  გიორგი კანტიძე: "არ არის მარტივი იყო კარგი მეზღვაური. ყოველი ახალი დღე, ახალი გამოწვევაა, თუმცა ამავდროულად გამოცდილება და გაკვეთილი. უყურებ ჰორიზონტს და ხედავ მიზანს, რომლისთვისაც ყოველდღიურად რთულ, თუმცა საინტერესო საქმეს აკეთებ. იმედია, მალე მივალ დანიშნულებამდე"  ფოტოზე: გიორგი კანტიძე შორეულ ნაოსნობაში