სიახლეები უკან

DUGEOR-ის პროექტის ფარგლებში ფორუმი ჩატარდა

10 სექტემბერი 2024
ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ERASMUS+ Capacity Building-ის პროექტის "დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)" ფარგლებში ჩატარდა. ბნსუ აღნიშნული პროექტის კონსორციუმის წევრია.

ფორუმის ფარგლებში, DUGEOR-ის კონსორციუმის ადგილობრივმა და უცხოელმა წევრებმა პროექტის შემოთავაზებული მოდელი განიხილეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას ბნსუ-ს პერსონალი, სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები დაესწრნენ.

აღიშნული ფორუმი პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი ეტაპია და ხელს შეუწყობს დუალური განათლების მოდელის განვითარებას საქართველოში.

DUGEOR-ის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორისაა: 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან), 5 ქართული უნივერსიტეტი, 5 პარტნიორი ორგანიზაცია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.   აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი TV25-ის სიუჟეტი