ემბისი"-მ აჭარის რეგიონში 5 წლიანი საქმიანობა შეაჯამა
7 აგვისტო 2023
ემბისი"-მ აჭარის რეგიონში 5 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა 28 ივლისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "ლე მერიდიენში" გაიმართა.
ღონისძიებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უცხოენოვანი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჭილაია და ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოლიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, "ემბისი"-ს გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა და დაკრედიტების დირექტორმა, გიორგი ღვალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს - შეაჯამეს კომპანიის 10 წლიანი საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას "ემბისი"-ს მომხმარებლები და პარტნიორები, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, სამოქალაქო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილობრივი მედია ესწრებოდნენ.
აჭარის რეგიონში, კერძოდ კი ბათუმში, "ემბისი" 2017 წლიდან ოპერირებს და დღესდღეობით 800-ზე მეტ მომხმარებელს, მათ შორის 300-ზე მეტ ბიზნეს კლიენტს ემსახურება. აჭარაში კომპანიის პორტფელი 13 მილიონ ლარს აჭარბებს.