სიახლეები უკან

ექსკურსია დასავლეთ საქართველოში

6 ნოემბერი 2022
2022  წლის 5 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელები დასავლეთ საქართველოს ორ რეგიონში ექსკურსიით იმყოფებოდნენ. სტუდეტები სამეგრელოსა და იმერეთში, რამდენიმე ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ეწვივნენ. ტურისტულ მარშრუტებს შორის იყო დადიანების სასახლე და პრომეთეს მღვიმე. ექსკურსია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ იყო ორგანიზებული და იგი პირველკურსელთა სოციალიზაციის მიზნით დაიგეგმა. ექსკურსია საზღვაო-საინჟინრო, ასევე ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაიგეგმა.