სიახლეები უკან

Erasmus+ დისემინაციის ღონისძიება

14 დეკემბერი 2024

2024 წლის 13 დეკემბერს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ, მონაწილეობა მიიღო Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ საქართველოში ორგანიზებულ დისემინაციის ღონისძიებაში.


ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში Erasmus+ პროგრამის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მონაწილეობის წახალისებითა და მიღწევების დემონსტრირებით, ღონისძიებაზე ხაზი გაესვა Erasmus+ პროგრამის მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.


დისემინაციის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და Erasmus+ ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.