სიახლეები უკან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი დუბროვნიკის უნივერსიტეტში

4 სექტემბერი 2022

დუბროვნიკის უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

დუბროვნიკის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული მობილობის დეტალები:
- აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
- მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
- პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემის მექანიკა;
- სწავლების ენა - ინგლისური;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნსუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა;
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;

შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება რუმინეთის საზღვაო აკადემიას სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 5 ნოემბრამდე, 2022;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა რუმინეთის საზღვაო აკადემიის მიერ;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge