სიახლეები უკან

ERASMUS+ ICM შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში

21 მარტი 2024
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტი - რეზიკო მალაყმაძე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში (პოლონეთი) ისწავლის. სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ. შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.