ERASMUS+ კვირეული 2025
ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა მონაწილეობდა ვილნიუს ტექის ლიტვის საზღვაო აკადემიის მიერ ორგანიზებულ ERASMUS კვირეულში, რომელიც 2025 წლის 6-12 აპრილს გაიმართა.
ERASMUS კვირეულში სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ, რაც მნიშვნელოვანი იყო პერსონალის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დაგეგმისთვის და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მოლაპარაკებებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორ გაბედავას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა საზღვაო, ოფშორული ენერგეტიკისა და პორტის ლოგისტიკის საერთაშორისო კონფერენცია და დაემყარებინა კონტაქტები დარგის პროფესიონალებთან და ექსპერტებთან.
აღსანიშნავია, რომ ვილნიუს ტექის ლიტვის საზღვაო აკადემია ბნსუ-ს პარტნიორი დაწესებულებაა.