ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა პოლონეთში (2024-2025)
ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა“ სტუდენტები - ნიკოლოზ კაკაბაძე და დავით ხვადაგიანი, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლიან.
სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.
ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.