სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა პოლონეთში

17 მარტი 2025

ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „ლოგისტიკა“ სტუდენტები, დაჩი სურმანიძე და ალი ბოლატოვი, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლიან.

სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.

ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.