სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა რუმინეთში

20 ოქტომბერი 2024

ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - ნია მსხალაძე და თეიმურაზ ღირდალაძე, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, რუმინეთის საზღვაო აკადემიაში (Academia Navala "Mircea cel Batran") ისწავლიან.

სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.

რუმინეთის საზღვაო აკადემია ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.