ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა სტამბოლში
28 სექტემბერი 2024
ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტი - გიორგი დოლიძე, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლის.
სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.