სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა სტამბოლში

10 მარტი 2025

ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტი - რეზო რობაქიძე, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლის.

სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.