ევროპის პროფესიული სწავლების ასოციაციის გენერალური ასამბლეა
2025 წლის 15 მაისს, ევროპის პროფესიული სწავლების ასოციაციის (EVTA) გენერალური ასამბლეის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა დაესწრო.
შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საბჭოსა და სამდივნოს ანგარიშის წარდგენა, მათ შორის ევროკავშირის ადვოკატირებისა და პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის მიმოხილვა, 2025 წლის წევრთა კონსულტაცია და წლიური სამუშაო პროგრამის ძირითადი მიღწევები. ასევე, განხილულ იქნა ფინანსური ანგარიში და ბიუჯეტი, სტრატეგიული გეგმა და პრიორიტეტები, მათ შორის 2026-2027 წლების გეგმა.
შეხვედრის დასასრულს გამოცხადდა მომდევნო გენერალური ასამბლეის შეხვედრის თარიღი.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ევროპის პროფესიული სწავლების ასოციაციის (EVTA) წევრია, რაც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას.
