სიახლეები უკან

შიდასაუნივერსიტეტო საფეხბურთო ტურნირი

21 ივნისი 2024

2024 წლის 20 ივნისს, ბნსუ-ს შიდასაუნივერსიტეტო საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა.

ტურნირი 23 მაისს დაიწყო და მასში ბნსუ-ს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.  

საფინალო მატჩში ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის გუნდმა “Ocean Power”-მა გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდის წევრები საუნივერსიტეტო თასით და სიგელებითა დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდნენ და სერტიფიკატები გადაეცათ:

  • საუკეთესო ფეხბურთელი - რომა იუსუფოვი
  • საუკეთესო მეკარე - გიორგი მჟავანაძე
  • საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ნემსაძე

წახალისების მიზნით, ფინალის მონაწილეებს საჩუქრად ბოულინგ კლუბის აბონემენტი გადაეცათ.