განახლებული სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა
1 ივნისი 2024
2024 წლის 31 მაისს, ბნსუ-ს სტუდენტების/პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისთვის უნივერსიტეტის განახლებული სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ბნსუ-ს მრჩეველი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, მარიამ დარბაიძე, რომელმაც დამსწრეებს გააცნო განახლებული მისია, სტრატეგიის მიზნები, ასევე, ისაუბრა დოკუმენტზე მუშაობის პროცესზე და აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.
აღნიშნული გეგმის მიხედვით უნივერსიტეტი შვიდი წლის განმავლობაში იმოქმედებს (2024-2030).